ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაცებს ჩამორჩა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაცებს ჩამორჩა

A+ A-

16:03 23/06/2022

სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

"სალომე ზურაბიშვილი მთელი ამ დღეების განმავლობაში თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას. ეს უკიდურესად სამწუხაროა. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილები და ასე შემდეგ, ამას ემსახურება.

ქვეყანა თუ ჩამორჩენილია, კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაცებს ჩამორჩა.

სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული, რაც ძალიან სამწუხაროა. ზედ სახელი და გვარი რომ არ ეწეროს სალომე ზურაბიშვილს, ვერ გაარჩევ სალომე სამადაშვილისგან. რატომ ხდება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.