"ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის"

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აშშ-დან გაგზავნილი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები HIMARS უკრაინაში ჩავიდა.
"დიდი მადლობა ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის! ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის“, - წერს ოლექსი რეზნიკოვი "ტვიტერზე".