"პირადად გოგაშვილის დავალებით დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ პროვოკაცია, სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოდის"
"პირადად გოგაშვილის დავალებით დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ პროვოკაცია, სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოდის"

A+ A-

17:10 16/07/2022

ეკო­ნო­მის­ტი ოთო აბე­სა­ძე, რო­მე­ლიც 2017 წელს ქრთა­მის აღე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სოსო გოგაშვილი არის ადამიანი, რომელიც 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი და დღეს არის მულტი მილიონერი!!

სოსო გოგაშვილი არის საქართველოში კორუფციის სიმბოლო.

პირადად სოსო გოგაშვილის დავალებით 2017 წელს დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და ჩემი დაჭერა აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძის ხელით.

აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძე მირეკავს, მწერს, მიხდის ბოდიშებს და მაბარებს აღსარებას თუ რა მოხდა 2017 წელს ჩემთან მიმართებაში. (სამწუხაროდ, დღემდე ამაზე რეაგირება არაქვს შსს-ს, რომელსაც არაერთგზის მივმართე)

სოსო გოგაშვილის გავრცელებულია ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები (1 თვის წინ). საქმის, რომელშიც გავმართლდი!!

მითი, ჩემი კორუმპირებულობის შესახებ შექმნა სოსო გოგაშვილმა და შეასრულა ზვიად ჩიხლაძის ხელით. მითი შექმნა ყველაზე კორუმპირებულმა ადამიანმა საქართველოში.

სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოდის", - წერს აბესაძე.