"მაპატიე დე, რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან, მაპატიე"
"მაპატიე დე, რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან, მაპატიე"

A+ A-

12:58 18/07/2022

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 2 წელი გავიდა.

"დე, ორი ჯოჯოხეთური წელი გავიდა, რაც შენი ხმა არ გამიგია და თვალებს არ უნახიხარ. ნუთუ, წყეული არ იქნებიან შენი მკვლელები უკუნითი უკუნისამდე და ბუმერანგივით არ დაუბრუნდებათ ეს ბოროტება.მაპატიე დე, რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან, მაპატიე", - წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო.