"ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი, რომელსაც ყველა კანონის მუხლზე ჩამოვარტყმევინებთ"
"ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი, რომელსაც ყველა კანონის მუხლზე ჩამოვარტყმევინებთ"

A+ A-

17:24 19/07/2022

"საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ახალგაზრდა კაცი სხვებს ასწავლის, როგორ უნდა გათიშონ გოგო.

"ვიღაც ახალგაზრდა ფსევდო-მაჩო ექიმი გამო***ეულა და ტუტორიალები ჩამოურიგებია ტიკტოკში, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო.

ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი, რომელსაც ყველა კანონის მუხლზე ჩამოვარტყმევინებთ, რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს.

დანარჩენებმა კი იცოდეთ, რომ ძილში და/ან სხვამხრივ უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალთან სექსი არ არსებობს - არსებობს მხოლოდ უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურება, რომელიც ისჯება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით", - წერს პატარაია.