"დარწმუნებული ვარ, ეს ზღვაში წვეთია, ურმით, მაგრამ აუცილებლად მოვა, დაელოდეთ"
"დარწმუნებული ვარ, ეს ზღვაში წვეთია, ურმით, მაგრამ აუცილებლად მოვა, დაელოდეთ"

A+ A-

19:32 21/07/2022

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია "საერთაშორისო გამჭვირვალობის'' და "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება.'

"აღარც ვიცი რა ვთქვა და რა დავწერო ე.წ. მამხილებელ დოკუმენტებზე, რომლებიც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ'' და ,,სამართლიანმა არჩევნებმა'' გამოაქვეყნეს. ამ ყველაფერზე სამ წელიწადზე მეტია ვსაუბრობ, უამრავი  მტკიცებულება მაქვს წარდგენილი, რომლიც ამ ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემას ამხელს, თუმცა ჩემთვის მაინც მძიმე იყო ამ ჩანაწერების წაკითხვა.

ზუსტად ასეთი ჩანაწერების გამო მიიყვანეს ია სიკვდილამდე - "პარტიის მოსაზრება'' უარყოფითი.

სწორედ ამ საკრალურ ჩანაწერს შესწირეს ადამიანის სიცოცხლე და ვინ იცის რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა, ან კეთილდღეობა. აი ამ დამნაშავე ხელისუფლებისგან ველოდებით ჩვენ ხან რაღაც პუნქტების შესრულებას, ხან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ხან კიდევ სასამართლო რეფორმის განხორციელებას. განა ჩვენც ნორმალურები ვართ?!

ამ ყველაფრის ავტორი და შემსრულებელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, თუ გვინდა, რომ ოდესმე ჩვენ სახელმწიფო გვქონდეს. თითოეული მეილის ავტორი და ადრესატი. სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი ალექსანდრე ხოჯევანიშვილია, რომელიც კრიმინალი გახარიას მარჯვენა ხელი იყო და რომლის ძმა ახლა გახარიას პარტიის სახეა. ეს მათ გასაგონად, ვინც ამ ხალხს ოპოზიციად მიიჩნევს ან პოლიტიკურ კოალიციაშია ამ ნაძირლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს ამ ხელისუფლებისგან და მისი პროკურატურისგან, დასკვნის დეტალურად გაცნობის შემდეგ აუცილებლად მიმართავ პროკურატურას ახლად გამოვლენილი გარემოების გამო გამოძიების განახლების მოთხოვნით. ეს როგორც იტყვიან, ოქმისთვის, დანარჩენს დრო გვანახებს.

პ.ს. ვისაც ჰქონია, რომ ეს იას საქმეზე ჩადენილი დანაშაული ვინმეს შერჩება, ძალიან ცდებით. როგორც ხედავთ ხელისუფლების მიერვე შექმნილი მტკიცებულებები და ჩანაწერები არსებობს, თან დარწმუნებული ვარ, ეს ზღვაში წვეთია. ურმით, მაგრამ აუცილებლად მოვა, დაელოდეთ", - წერს შენგელია სოციალურ ქსელში.