პოლონეთის პოლიცია ბანკზე თავდასხმაში მონაწილე 4 ქართველს ეძებს
პოლონეთის პოლიცია ბანკზე თავდასხმაში მონაწილე 4 ქართველს ეძებს

A+ A-

01:12 23/07/2022

პოლონეთის პოლიცია 4 ქართველ მამაკაცს ეძებენ, რომლებმაც სავარაუდოდ, ვარშავის ცენტრში,  ბანკიდან ნახევარი მილიონი ზლოტი გაიტაცეს.

თავდასხმის დროს დამნაშავეები ნიღბებით იყვნენ, თავდასხმის შემდეგ კი ყაჩაღებმა ავტომობილი შეიცვალეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯგუფის წევრებმა დაჭრეს დაცვის თანამშრომელი და ფულით სავსე ჩანთა დღისით, თვითმხილველების თანდასწრებით გაიტაცეს.

ცნობილია, რომ თავდასხმის დროს დაცვის თანამშრომელმა იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა.

თავდასხმის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მათ თანამზრახველებიც ჰყავდათ.