"საბარგულისკენ წავედი და ვპოულობ ამას"
"საბარგულისკენ წავედი და ვპოულობ ამას"

A+ A-

18:35 30/07/2022

მოქალაქე გიორგი ჭიბოშვილი Facebook-ზე წერს, რომ საკუთარი ავტომობილის საბარგულში რუსული სანომრე ნიშნები იპოვა.

"დღეს სახლიდან გამოვდიოდი და შევამჩნიე, რომ მანქანის საბურავი დაშვებული იყო, ლოგიკურად საბარგულისკენ წავედი დანგრატის საძებნელად და ჰოი საოცრებავ....

უკან საბარგულში ვპოულობ ამას.

და ჯერ ვერანაირად ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ყველაფერს ჩემი მანქანის უკანა საბარგულში....

მსგავსი არაფერი არასდროს მდებია.

პ.ს: ვის შეიძლება მივმართო ამ სიგიჟეზე?", - წერს გიორგი ჭიბოშვილი.