"ძალით მომიკლეს ჩემი შვილი, დამიხრჩვეს, ძალით გაგუდეს, ზედმეტი დოზა მისცეს"
"ძალით მომიკლეს ჩემი შვილი, დამიხრჩვეს, ძალით გაგუდეს, ზედმეტი დოზა მისცეს"

A+ A-

21:15 03/08/2022

თბილისში, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

მოზარდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭს საოპერაციოდ ამზადებდნენ და ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა.

მომხდარში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. მათი თქმით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ექიმების დაუდევრობა გახდა.

"მე ბავშვმა მითხრა, არ დამტოვოო და ხელი მომკიდა, ვუთხარი, ნარკოზის გაკეთების დროს შემიყვანეთ-მეთქი. მერე ნარკოზისტმა გაუკეთა ნარკოზი, ვენაში შეუყვანა. ბავშვმა ხელი ასე დაიდო და ვიხრჩობიო მითხრა. ვიხრჩობიო. ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო და თვალები გადააყირავა. ნარკოზისტმა თქვა, ეს იცისო ნარკოზმაო, თქვენ უნდა გახვიდეთო, მე მივხედავ ყველაფერსო, ხოდა გამომიშვეს აქეთ. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი. დამიხრჩვეს, არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, ძალით გაგუდეს, ზედმეტი დოზა მისცეს", - აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის დედა ბაია ინჯგია.

მანაგაძის კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

"ბავშვს უტარდებოდა უროლოგიური ოპერაცია შარდსადენ მილზე. საწყისი ნარკოზის ჩატარების შემდგ, რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი დადგინდება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის შედეგად. ყველა სამედიცინო კვლევა იყო ჩატარებული ნარკოზის სახეობის შესახებ, ეს იყო უკვე მესამე ჩარევა ამ პრობლემაზე, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კიდევ ერთი, ოღონდ ის ჩატარდა ანესთეზიის სხვა სახეობით", - განაცხადა ამბროსი პერტიამ.