ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა

A+ A-

10:35 04/08/2022

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა.

დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა საარტილერიო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა. სწავლება ორ ეტაპად მიმდინარეობდა.

პირველ ეტაპზე ცეცხლის მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი, ბატალიონის წვრთნა და შეფასება მოხდა. სწავლების ამოცანას საარტილერიო ბატალიონისა და საცეცხლე მხარდაჭერის ელემენტების კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა.

დასკვნით სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ.