"ქართული ოცნება" კი ყველაზე ბნელი და ფობიებით დატენილი მთავრობაა, რაც კი გვყოლია"
"ქართული ოცნება" კი ყველაზე ბნელი და ფობიებით დატენილი მთავრობაა, რაც კი გვყოლია"

A+ A-

13:39 05/08/2022

პოლიტიკოსი გიგი უგულავა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.

"კობახიძის პასუხად:

ქსენოფობია არის ეროვნული ნიშნით არამოტივირებული ზიზღი. მაგალითად, როცა თეა წულუკიანი კნინობითად მოიხსენიებდა ეგვიპტელებს, ირანელებს, ჩინელებს და მათ სავიზო რეჟიმი დაუწესა, ეს ქსენოფობია იყო. მაგალითად, "გარეჯი საქართველოას" პროვოკაციული წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, ქსენოფობიაა.

მაგრამ ქვეყანა რომელსაც დაპყრობილი აქვს შენი ტერიტორიების 20%, დარბეული და აოხრებული ყავს ასობით ათასი შენი მოქალქე, დახოცილი და გაუპატიურებული ყავს შენი თანამოქალქეები, ეს ქვეყანა არის შენი მტერი, რომელთანაც ბრძოლაში ყალიბდება შენი ეროვნული იდენტობა. დიახ, ბოლო ორი საუკუნეა აესეა, ჩვენი ეროვნულობა თავის თავში მოიცავს ანტირუსობას. ცხადია, ეს ჯერ არ ნიშნავს შენს ევროპულობას, მინიმუმ მანამ სანამ რუსულ მთავრობას ვირჩევთ, მაგრამ ევროპული ერი გავხდებით მაშინ, როცა მტრულ რუსულ მთავრობას არჩევნებითვე გავუშვებთ.
ასეა უკრაინაშიც. უკრაინის ანტიგერმანული, - პოლონური, - ლიტვური განწყობები, მთლიანად ჩანაცვლდა ერთით - დღეს უკრაინა ყველაზე ანტირუსული ქვეყანაა და გასაკვირი იქნებოდა ეს რომ სხვაგვარად იყოს.

"ქართული ოცნება" კი ყველაზე ბნელი და ფობიებით დატენილი მთავრობაა, რაც კი გვყოლია. მეტიც ქართული ოცნება მხოლოდ შიშების წახალისებით მართავს ქვეყანას, რაც ძალიან სახიფათოა. მათი მხრიდან კი რუსეთთან მიმართებაში ქსენოფობიაზე საუბარი, მხოლოდ მაამებლობაა და შინაარსს მოკლებული ოქსიმორონია. პ.ს. ქსენოფობია - უცხოს მიმართ შიშს ნიშნავს. და თუ რამე არაა, ჩვენთვის ქართველებისთვის, უცხო, ეს რუსების ველურობაა",- წერს უგულავა.