"აზოვის" მებძოლებმა რუსი ოკუპანტები ტყვედ აიყვანეს
"აზოვის" მებძოლებმა რუსი ოკუპანტები ტყვედ აიყვანეს

A+ A-

18:03 05/08/2022

"აზოვის" მებძოლებმა რუსი ოკუპანტები ტყვედ აიყვანეს, მათ შორის ერთი ოფიცერია, - ინფორმაციას პოლკის პირველი მეთაური ანდრეი ბელეცკი ავრცელებს.

მისი თქმით, ტყვედ აყვანილებს შორის არიან ოსებიც.

"მიაქციეთ ყურადღება: ეს ცხოველები ცოცხლები არიან, არ არიან ნაცემი, არ არიან დასახიჩრებული, ისინი კარგად იკვებებიან და კარგად დაიძინებენ, მათ უკრაინელი ექიმები უმკურნალებენ, სანამ დაელოდებიან გაცვლას. ჩვენ ამ წესს არ ვარღვევთ ჩვენი ძმების ხოცვა-ჟლეტის შემდეგაც ელენოვკაში. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ "აზოვი", მეომრები ვართ და არა ძაღლების ხროვა, როგორც ჩვენი მტერი", - განაცხადა ბილეცკიმ.