"როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, ეს არის გოიმობა"
"როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, ეს არის გოიმობა"

A+ A-

18:13 05/08/2022

როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, ეს არის გოიმობა - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"ვიღაც რიგითი რუსეთის მოქალაქე რომ ცუდად იქცევა, ასეთი ინდივიდუალური შემთხვევები არის დასაგმობი და ამაზე გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ქსენოფობიის და შოვინიზმის საფუძველი. ის, რომ ვიღაც ცუდად იქცევა, ვერ გაამართლებს ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიას, რომელიც არის აგორებული ნაცმოძრაობის და მისი პარტნიორების მიერ. ქსენოფობია არის გოიმობა, იმიტომ, რომ პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და გარდა ამისა, ეთიკურ სტანდარტებს.

თუ ვინმეს აბსტრაქტულად რუსეთის მოქალაქის მიმართ და რუსი ეროვნების მიმართა აქვს ნეგატიური განწყობა, ეს არის ზუსტად ქსენოფობიის და შოვინიზმის კლასიკური გაგება. რაც ხდებოდა 40-იანი წლების გერმანიაში, ებრაელებს რომ ვერ იტანდნენ, ებრაელი თუ იყო უკვე არ უყვარდათ, ეზიზღებოდათ. ზუსტად იგივეა. როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, ეს არის გოიმობა", - აცხადებს კობახიძე.