კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა კლინიკის ხელმძღვანელი დაჭრა
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა კლინიკის ხელმძღვანელი დაჭრა

A+ A-

18:48 05/08/2022

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა დაწესებულის ხელმძღვანელი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა დაჭრა.

ცნობილია, რომ თავდამსხმელმა კოლეგას ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ხელისა და მუცლის არეში მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა და მას პოლიცია ეძებს, დაჭრილ ექიმს კი ოპერაცია უტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.