ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

A+ A-

21:12 05/08/2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამირან გამყრელიძე თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.