6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

00:22 06/08/2022

ვერძი
ოჯახში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მოგიწევთ. ქალაქგარეთ მოგზაურობის გეგმების შესაძლოა გადადოთ. ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ზომების მიიღება მოგიწევთ. სიყვარული ჰაერში ტრიალებს და თქვენი ცხოვრება შეიცვლება.

კურო
ოჯახთან ერთად მშვიდ და სასიამოვნო დროს გაატარებთ. გამორიცხული არ არის საცხოვრებელი შეიცვალოთ და ახალ ბინაში გადახვიდეთ. პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას განაგრძობთ. წვეულებაზე სასიამოვნო ადამიანს შეხვდებით, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიქცევს.

ტყუპები
ოჯახის ყველა წევრი არ დაეთანხმება თქვენს გადაწყვეტილებას. კარგი იქნება თუ თქვენს ჯანმრთელობას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ და დაიწყებთ ჯანსაღ ცხოვრებას. სამსახურში ძალიან დამღლელი დღე გექნებათ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.

კირჩხიბი
ვარჯიშის და სწორი კვების დახმარებით თქვენს ფორმას შეინარჩუნებთ. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. ოჯახის ყველა წევრს სათანადო ყურადღებას ვერ დაუთმობთ. დიდი რისკის წინაშე დგახართ და შესაძლოა ხანგრძლივი ურთიერთობა დაასრულოთ.

ლომი
მოგზაურობა მართლაც საოცარი ემოციით აგავსებთ. აკადემიურ ფრონტზე ყურადღების ცენტრში მოექცევით. ჯანმრთელობის პრობლემები მოგვარდება. სამსახურში უფროსები თქვენს შრომას დააფასებენ. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ.

ქალწული
მეგობრები თქვენს დღეს გაახალისებენ. კოლეგასთან ერთად დავალებას დროულად დაასრულებთ. არ დაკარგოთ მოტივაცია და განაგრძეთ ვარჯიში. საპირისპირო სქესის წარმომადგენელი თქვენს მიმართ ინტერესს გამოხატავს.

სასწორი
სამსახურში საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. ოჯახში არსებულ უთანხმოებას მარტივად ვერ მოაგვარებთ, რაც თქვენს განწყობას მკვეთრად შეცვლის. ეცადეთ კარგად დაფიქრდეთ სანამ რამეს იტყვით, რათა ადამიანებს გული არ ატკინოთ. ინვესტიცია კარგ შემოსავალს არ მოგიტანთ.

მორიელი
სამსახურში ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით მიდის, ასე რომ არ ინერვიულოთ. მეგობრები ძალიან სახალისო სიურპრიზს მოგიწყობენ. ფინანსური კრიზისი მალე დასრულდება და აღარ მოგიწევთ ხარჯების შემცირება. თქვენი რომანი ქორწინებით დასრულდება.

მშვილდოსანი
პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია დაკისრებულ ვალდებულებას თავი გაართვათ, რათა ახალი პოზიციაზე გადაინაცვლოთ. იღბლიანი დღე გაქვთ, მაგრამ ინვესტიციის ჩადებისგან თავი შეიკავეთ. შეყვარებულთან გატარებული ყოველი წამი ბედნიერებას განიჭებთ.

თხის რქა
წარმატების აღსანიშნავად კაგრია წვეულება გამართოთ. ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება დადებითი ემოციით აგავსებთ. უმჯობესია ხარჯები შეამციროთ. სამსახური მთელ თქვენს დროს მოითხოვს. ახალი რომანისთვის შესაძლოა მზად არ იყოთ.

მერწყული
საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეთ და არ შეწყვიტოთ წინსვლა. ოჯახის წევრებთან გამორიცხული არ არის ვერ შეძლოთ დროის გატარება. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა ენერგიით აგავსებთ. დიდი ხნის მეგობარი საკუთარ გრძნობებში გამოგიტყდებათ.

თევზებიმოგზაურობა, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ მართლაც საოცარი აღმოჩნდება. ახალი დიეტა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს. თქვენი შრომა საბოლოოდ სასურველ შედეგს მოგიტანთ. ურთიერთობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავეთ.