ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ
ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ

A+ A-

00:48 06/08/2022

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას დათანხმდა გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე ეტაპობრივად გადავიდეს.

რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, გაზის თემა სოჭში მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა იყო.

"საუბარი იყო თურქეთის რესპუბლიკაში გაზის მიწოდებაზე, რომელიც მიეწოდება საკმაოდ დიდი მოცულობით - ყოველწლიურად 26 მილიარდი კუბური მეტრი. მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ დავიწყებდით გაზის ნაწილობრივ მიწოდებას და რუბლებში გადახდას", - განაცხადა ნოვაკმა.

გარდა ამისა, ორივე ქვეყნის ლიდერებმა მომავალ წელს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება და "თურქული ნაკადის" გაზსადენის ექსპლუატაციის საკითხები განიხილეს.