სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის ეპიდემიის შესახებ აფრთხილებენ
სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის ეპიდემიის შესახებ აფრთხილებენ

A+ A-

15:53 15/12/2018

სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის ეპიდემიის შესახებ აფრთხილებენ. საქართველოს მასშტაბით უკანასკნელი დღეების განმავლობაში, კლინიკებს დიდი რაოდენობით პაციენტები აკითხავენ. სპეციალისტების განცხადებით, საქმე გვაქვს A ტიპის H1 ვირუსთან, რომელიც ხანგრძლივი მაღალი სიცხეებით გამოირჩევა.

"როგორც წესი, იწყება მაღალი ცხელებით და გამოხატული ინტოქსიკაციით, რასაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი. თუ გრიპი თავიდანვე იწყება მძიმედ, რასაც ახლავს სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სისხლნარევი ხველა ან ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი, ბავშვებში ზედმეტად აღგზნებულობა ან მივარდნილობა - ეს არის სიმპტომები, რომელიც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს,“ - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.