პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

A+ A-

17:01 17/08/2022

პოლონეთის ქალაქ კოტოვიჩში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 22 წლის რომან ემინოვი მარნეულის სოფელ პირველი ქესალოდან იყო.

საქართველოს მოქალაქე თავის მეგობართან ერთად ავარიაში მოყვა, მანქანა კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. მანქანის მძღოლი გადარჩა.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ბიჭი საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული.