სოსო გოგაშვილი - ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციები
სოსო გოგაშვილი - ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციები

A+ A-

15:42 30/08/2022

დღევანდელი მმართველი ბანდა არის ავტორიტარული რუსული მარიონეტული ხელისუფლების კლასიკური მაგალითი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სუს-ის უფროსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი წერს.

"ჯერჯერობით ის იმყოფება ბოლოს წინა ფაზაში, დასასრულთან ახლოს. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვისა და პოლიტპატიმრების ფაზა. ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციები, თუმცა ეს ფაზა გარკვეულწილად დაწყებულია. აუცილებელი არაა ვინმე ტყვიით მოკლან, მოწამლონ ან ააფეთქონ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებული სტრესი იგივე შედეგს იძლევა.

იმედი მაქვს, რომ ღირსეული ქართველი ხალხი მალე გამოიღვიძებს და ჩამოიშორებს  груსული ოცნების ბოროტი რუსული ძალის მარიონეტულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას", - წერს გოგაშვილი.