დიდ დიღომში, ერთ-ერთ ბინაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
დიდ დიღომში, ერთ-ერთ ბინაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

A+ A-

10:05 01/09/2022

დიდ დიღომში, ე.წ ბენდუქიძის დასახლებაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

არსებული ინფორმაცით, დაშავებულია სამი ადამიანი - ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი. სავარაუდოდ, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ადგილობრივების ინფორმაციით,  აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ეზოში მდგომი მანქანები.