ქოშიგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
ქოშიგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

A+ A-

15:37 01/09/2022

თბილისში, ქოშიგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

ადგილზე ცეცხლის რამდენიმე ღია კერა და ძლიერი დაკვამლიანებაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გავრცელების ფართობი ჯერჯერობით უცნობია.