"დააყადაღეს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ნათესავებისა და მამაჩემის დაცვის ქონებაც"
"დააყადაღეს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ნათესავებისა და მამაჩემის დაცვის ქონებაც"

A+ A-

23:09 12/09/2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი წერს, რომ ოჯახის წევრების შემდეგ, ქონება დაუყადაღეს მათ ნათესავებსა და გოგაშვილის დაცვასაც.

"დააყადაღეს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი ნათესავებისა და მამაჩემის დაცვის ქონებაც.

 მეზობლებო, ნაცნობებო, მეგობრებო, კლასელებო, ყოფილო თანამშრომლებო და ყველა, ვისთანაც გვქონია კომუნიკაცია ან უბრალოდ ერთმანეთისთვის შეგვიხედავს უსიტყვოდ - აპატიეთ ბიძინას, თუ ხვალ თქვენს ქონებასაც დააყადაღებს, ცუდ განწყობაზეა, მამაჩემმა გააბრაზა და გაუგეთ, აქვს მიზეზი…

ბრძოლა გრძელდება!

 გოგაშვილები VS პუტინის ბიძინა & რუსული ოცნება", - წერს გოგაშვილი.