ელისაბედ მეორეს ცხედარი ედინბურგიდან ლონდონში გადაასვენეს
ელისაბედ მეორეს ცხედარი ედინბურგიდან ლონდონში გადაასვენეს

A+ A-

23:25 13/09/2022

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ედინბურგიდან ლონდონში გადაასვენეს.

დედოფალს ბუკინგემის სასახლეში დაასვენებენ, სადაც სამეფო ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

ნორტოლტის სამხედრო ბაზაზე, თვითმფრინავს, რომლითაც ელისაბედ მეორე გადაასვენეს, პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დახვდნენ.

ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული.

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.

დაკრძალვის ცერემონიაზე ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან. მონარქის დაკრძალვის ცერემონიას მედიაში ბოლო ათწლეულში ბრიტანეთში ყველაზე დიდი დიპლომატიური შეკრება უწოდეს.

რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე არ მიიწვიეს, ირანის ისლამური რესპუბლიკა კი, ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.

დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი ჩარლზ მესამე გახდა.