საქართველოდან ოსკარზე წარსადგენ კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას "დიდი შესვენება“ შეირჩა
საქართველოდან ოსკარზე წარსადგენ კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას "დიდი შესვენება“ შეირჩა

A+ A-

18:36 15/09/2022

საქართველოდან ოსკარზე წარსადგენ კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ შეირჩა.

გადაწყვეტილება 12-კაციანმა ჟიურიმ მიიღო.

წელს საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილი იყო ექვსი ქართული ფილმი: „ატონალური გაბრწყინება“ – რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე; „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი; „დიდი შესვენება“ – რეჟისორი დათა ფირცხალავა; „მოთვინიერება“ – რეჟისორი სალომე ჯაში; „ოთარის სიკვდილი“ – რეჟისორი იოსებ ბლიაძე; „ტყვია“ – რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.