"ყველამ დაიმახსოვროს, რომ ასეთმა უსამართლო ბრალდებებმა მთელი ერის გულწრფელი ღია პროტესტი არ გამოიწვიოს!"
"ყველამ დაიმახსოვროს, რომ ასეთმა უსამართლო ბრალდებებმა მთელი ერის გულწრფელი ღია პროტესტი არ გამოიწვიოს!"

A+ A-

18:53 15/09/2022

ნურავინ  შეეცდება ერთმანეთში აურიოს ან გააიგივოს "ოლიგარქი" ერისკაცთან და დიდ მამულიშვილთან, ნურც ქვეყნის შიგნით და ნურც ქვეყნის გარეთ!!! სიმართლე და უტყუარი ფაქტები ამის უფლებას არავის მიცემს არც მტერს და არც მეგობარს!!!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი წერს.

"ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იდგა იქ, სადაც  საქართველოს და ქართველ ხალხს მისი დახმარება ყველაზე  მეტად ჭირდებოდა და მისი ქცევა და ქმედებები არასდროს გაცდენილა სამართლებრივი ლეგიტიმაციის და ხალხის ნდობის ფარგლებს, მაშინ როდესაც:
- 90 წლების დასაწყისში, საკუთარი ბიზნესის შემცირების ხარჯზე  შეძენილი  საჭირო ტექნიკა აჩუქა ახლადფეხადგმულ ქართულ სახელმწიფოს;

- 2001 წელს, მაშინდელი ხელისუფლების შუამდგომლობით შეიძინა გაკოტრებული ამერიკულ- ქართული ბანკი "აბსოლუტი" და ამერიკულ- ქართული "წარმატებული"  მმართველობის შედეგად გაძარცულ  მეანაბრეებს დაუბრუნა კუთვნილი თანხები, რითაც დაიცვა როგორც მეანაბრეები, ასევე ამერიკული ინვესტიციის ავტორიტეტი საქართველოში;

-  2003  2007 წლებში, კორუფციის აღმოფხვრისა და მისი არდაშვების მიზნით ხელფასებს  უხდიდა ქართველ ჩინოვნიკებს, აცმევდა და აიარაღებდა ქართულ ჯარს და პოლიციას, მონაწილეობას იღებდა (ლომის წილს დებდა)  გზების, ხიდებისა და მაგისტრალების მშენებლობაში და ა.შ,(ჩამონათვალი ძალზედ დიდია)

- აშენებდა და რესტავრაციას უკეთებდა ტაძრებს/მონასტრებს, თეატრებსა და მუზეომებს,  სკოლებს და საუნივერსიტეტო დაწესებულებებს (ჩამონათვალი ძალზედ დიდია)

- 2012 წელს, პირდაპირი მნიშვნელობით იხსნა  ჩვენი ერი ტირანული და დესპოტური რეჟიმისგან და ქვეყანა ევროპული  განვითარების შეუქცევად გზაზე დააყენა;

- წავიდა პოლიტიკიდან და საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდს საქველმოქმედო მიზნებისათვის გადასცა;

- მეცენატობის მაშტაბი კი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა  სამშობლოს და ჩვენს თანამოქალაქეებს მიუძღვნა მხოლოდ თანხითა და ამ თანხის მრავალნულიანი ციფრით არ გამოიხატება. მისმა ღვაწლმა, სხვა ყველაფერთან ერთად, ჩვენი ერის კულტურული და სულიერი მონაპოვარის შენარჩუნება და კვლავ ქვეყნის სამსახურში ჩადგომა გამოიწვია, ხოლო სამაგიერო არასდროს არავისთვის მოუთხოვია, გარდა საკუთარი ქვეყნის უანგაროდ სიყვარულისა!!!

შესაბამისად, ჩვენი სამშობლოსთვის  საზიანო ინტერესებით გაჟღენთილი ძალები, საიდანაც არ უნდა მოდიოდნენ ისინი, პოლიტიკიდან წასულ და ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან დისტანცირებულ მამულიშვილს ვერ გადაადგევინებენ  ისეთ ნაბიჯებს, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს ყველამ კარგად გაიგოს, გაიაზროს და დაიმახსოვროს, რომ ასეთმა  უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებებმა მთელი ქვეყნის და ერის გულისწყრომა და გულწრფელი ღია პროტესტი არ გამოიწვიოს!!!!", - წერს მათიკაშვილი.