"უიმე იმ სასიკვდილეს გავხარ ტელევიზორში რომ არის სააკაშვილის პარტიიდან, მარა შენ კარგი ჩანხარო"
"უიმე იმ სასიკვდილეს გავხარ ტელევიზორში რომ არის სააკაშვილის პარტიიდან, მარა შენ კარგი ჩანხარო"

A+ A-

21:19 20/09/2022

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში სახალისო ამბის შესახებ წერს.

"რადგან მძევლების ამბავი მშვიდობით მორჩა, უნდა მოვყვე: თბილისში, მეზობლად მყავს ერთ ეზოში ძალიან კარგი ჟუჟუნა ბებო. ასაკშია, ხან გვცნობს, ხან ვერა. მარტო ცხოვრობს და დაქოთქოთებს. უსაყვარლესია.

საღამოს მეძახის რომ წნევა აქვს და იქნებ აფთიაქში ჩავიდე წნევის წამალზე.

ჩავედი, დავალევინე.

ცოტა ხანში მეძახის, (სახელი არ ახსოვს) "გარწრიპულო გოგო, სად ჯანდაბაში დაიკარგე"

გამოვძახე აქ ვარ ჟუჟუნა ბებოთქო.

ჩამოდი შე სასიკვდილე წნევა გამიზომეო.

ჩავედი.

გავუზომე.

ვუთხარი, რომ მეტი წამალი არ დალიოს. დავეხმარე დაწოლაში.

მიყურებს: "უიმე იმ სასიკვდილეს გავხარ ტელევიზორში რომ არის სააკაშვილის პარტიიდან, მარა შენ კარგი ჩანხარ", - წერს წითლიძე.