"დრო ხომ არ არის, ახლა მაინც მოვითხოვოთ - ამისი და მრავალი მსგავსის პასუხისგება?!"
"დრო ხომ არ არის, ახლა მაინც მოვითხოვოთ -  ამისი და მრავალი მსგავსის პასუხისგება?!"

A+ A-

10:53 21/09/2022

მიხეილ მაჭავარიანი თავის თავს უფლებას აძლევს უნაკლოდ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩატარებული ქუთაისის  სპეცოპერაციის მონაწილე სამართალდამცავები ლანძღოს და მდაბიო დაცინვის საგნად აქციოს, - აცხადებს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი.

"კაცი, უფრო ზუსტად კი, სოციალური სკოლოპენდრა - მიხეილ მაჭავარიანი,  რომელიც ღალატის, ბიუჯეტის ძარცვის, კორუფციის, არჩევნების გაყალბების და  პოლიტიკური პროსტიტუციის სიმბოლოა საქართველოში.

თავის თავს უფლებას აძლევს საჯაროდ გამოჩნდეს და უნაკლოდ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩატარებული ქუთაისის  სპეცოპერაციის მონაწილე სამართალდამცავები ლანძღოს და მდაბიო დაცინვის საგნად აქციოს.

მაჭავარიანის ძველი და ახალი კოლეგები, რომ ყველაფრის მკადრებლები არიან, გასაგებია, მაგრამ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, დრო ხომ არ არის,  ახლა მაინც მოვითხოვოთ -  ამისი და მრავალი მსგავსის პასუხისგება?!", - აცხადებს მეტრეველი.