"ერთადერთი, რაც პუტინს ორ-სამ თვეში დარჩება, ატომური ბომბია"
"ერთადერთი, რაც პუტინს ორ-სამ თვეში დარჩება, ატომური ბომბია"

A+ A-

11:19 21/09/2022

აწი რუსი მამაკაცების დიდი უმრავლესობა ომში გაწვევას სავალდებულო წესით ექვემდებარება. ომი რუსებისთვის სატელევიზიო შოუს მაგივრად სავალდებულო რეალობად იქცა, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი გიგი უგულავა.

"რუსეთში სატელევიზიო ომი დღეს დამთავრდა. "Зомби Ящик"- თან თბილად ჯდომა და ურა! ურას! ძახილი დამთავრდა. პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. აწი რუსი მამაკაცების დიდი უმრავლესობა ომში გაწვევას სავალდებულო წესით ექვემდებარება. ომი რუსებისთვის სატელევიზიო შოუს მაგივრად სავალდებულო რეალობად იქცა. რუსეთის რეგულარული, მსოფლიოში მეორედ წოდებული, არმია განადგურებულია. შეშინებული და უმოტივაციო რეზერვისტები უბრალოდ საზარბაზნე ხორცია და მხოლოდ გადაავადებს რუსეთის გარდაუვალ მარცხს.

მეორე "მირაჟი" რაზეც დიქტატორმა პუტინმა ისაუბრა ე.წ. "რეფერენდუმების" მხარდაჭერაა. აქაც სრულ ილუზიაშია რუსეთი.

თუ 24 თებერვლამდე ტერიტორიის ფორმალური მიერთება, მაგალითად ყირიმის, რუსულ წარმოდგენაში დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა და მასზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმად განიხილებოდა, ომის დაწყების მერე ეს რეალობა ყოველდღიურად იცვლება. რეფერენდუმები ქაღალდის ფასად არ ღირან. რუსეთი ამ რეალობას ჯერ ვერ აღიქვავს.

ერთადერთი, რაც პუტინს ორ სამ თვეში დარჩება, ატომური ბომბია. ამიტომაც იმუქრებოდა დღეს. Это не Блеф - გვამცნო მან, თუმცა მის გამოყენებას სხვა "კოხონეს" სჭირდება. როცა მრავალმილიონიანი საათი გიკეთია მაჯაზე, ატომურ ღილაკზე ხელის დაჭერა რთულია", - წერს უგულავა.