სოფელ ქეშალოში ადგილობრივი ბიზნესმენი მოკლეს
სოფელ ქეშალოში ადგილობრივი ბიზნესმენი მოკლეს

A+ A-

16:35 21/09/2022

სოფელ ქეშალოში ადგილობრივი ბიზნესმენი აიდინ გამზაევი მოკლეს.  

წინასწარი ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი საკუთარ სასურსათო მაღაზიაში ავტომატური იარაღით გვიან ღამით ჩაცხრილეს.

სოფელში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ფინანსურ დავას უკავშირდება, რადგან გარდაცვლილმა ადრე პოლიციას მიმართა. აიდინ გამზაევი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ობიექტს ფლობდა.

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებას დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს.