პიტერ სტანო - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ძალიან საშიში ბირთვული თამაში
პიტერ სტანო - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ძალიან საშიში ბირთვული თამაში

A+ A-

16:41 21/09/2022

რუსეთის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს ძალიან საშიში ბირთვული თამაში, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განახორციელოს პუტინზე ზემოქმედება, რათა მან შეწყვიტოს ასეთი უგუნური საქციელი.

"პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, ეს მიუღებელია. ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს ყველა მის განზრახვას, თუ რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა, რათა გააგრძელოს ეს უკანონო და გაუმართლებული ინტერვენცია, აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

მისივე თქმით, ევროკავშირი არ აღიარებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებში "ყალბ, უკანონო რეფერენდუმებს“.