მარინა კალიურანდი - გთხოვთ, დაიწყეთ თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის
მარინა კალიურანდი - გთხოვთ, დაიწყეთ თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის

A+ A-

18:42 21/09/2022

საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის კარი ღიაა და ეს ყველაფერი თქვენი და თქვენი პოლიტიკოსების ხელშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

"გადაწყვეტილება რომ კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ყოფილიყო პირობებით, დანახული უნდა იქნას როგორც პოზიტიური ნიშანი. შესაძლოა, ქართველები იმედგაცრუებულები დარჩნენ, ადრეც მითქვამს, მეც გამიცრუვდა იმედი და თქვენი იმედგაცრუების მესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არ არსებობს. შესაძლებლობა აქაა, საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის კარი ღიაა და ეს ყველაფერი თქვენი და თქვენი პოლიტიკოსების ხელშია.

გთხოვთ, იყავით ერთად, გთხოვთ, პარტიულ ინტერესზე მაღლა დადექით და დაიწყეთ თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის, რომელსაც სურს, რომ ევროკავშირის ნაწილი იყოს და იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.

"ქართულ ოცნებას“ მივმართავ, გააგრძელოს დაწყებული მუშაობა იმგვარად, რომ ყველა მონაწილე გრძნობდეს, მათ უსმენენ, მათი პოზიციები განხილულია, რომ ისინი პროცესის ნაწილი არიან, ისე რომ ინკლუზიურობა არ იყოს მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში.

ჩემი გზავნილი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი, ვინც ჩართულია სამუშაო ჯგუფებში არის, რომ გთხოვთ, ასე გააგრძელეთ. დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ხმა და ეს გაძლევთ შესაძლებლობას, გადაწყვიტოთ ქვეყნის მომავალი.

იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულები სამუშაო ჯგუფებში, გთხოვთ ჩაერთეთ, გთხოვთ შედით სამუშაო ჯგუფებში, გამოხატეთ თქვენი პოზიციები იქ, რადგან დარწმუნებული ვარ, ამას ელოდება თქვენგან ქართველი ამომრჩეველი“, – განაცხადა კალიურანდმა.