ნიუ იორკის პროკურატურა დონალდ ტრამპს და მის ოჯახს თაღლითობაში ადანაშაულებს
ნიუ იორკის პროკურატურა დონალდ ტრამპს და მის ოჯახს თაღლითობაში ადანაშაულებს

A+ A-

11:28 22/09/2022

ნიუ იორკის პროკურატურა დონალდ ტრამპს და მის ოჯახს თაღლითობაში ადანაშაულებს.

"დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნიუ იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა 220 გვერდიანი სარჩელი შეიტანა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ასევე მისი სამი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის, ერიკ და ივანკა ტრამპების წინააღმდეგ.

წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, მის ნათესავებსა და ბიზნეს ორგანიზაციას ბრალად ედებათ წლების განმავლობაში ფინანსური თაღლითობა, მათ შორის კომპანიის კაპიტალიზაციის შესახებ ყალბი მონაცემების მიწოდება, რომელიც ან არასაკმარისად იყო შეფასებული ან გადაჭარბებული იყო, ხელსაყრელი პირობებით კრედიტის ასაღებად, ან ნაკლები გადასახადების გადასახდელად.

სააგენტოს ცნობით, ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნულს მის პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.