"უცნაური განცხადებაა, ახლა ისრების სხვაგან გადატანა, არ არის სწორი"
"უცნაური განცხადებაა, ახლა ისრების სხვაგან გადატანა, არ არის სწორი"

A+ A-

15:26 22/09/2022

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის შესახებ ნიკა მელიას განცხადება უცნაურია.

"უცნაური განცხადებაა. ბუნებრივია, ჩვენი, არა მხოლოდ ოპოზიციის, ყველა ამ ქვეყნის პატრიოტის მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ოლიგარქი, რომელიც აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპას, რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ხალხს და ხელთ უპყრია ძალაუფლება, მიტაცებული აქვს ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტო, ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე, ჩემი აზრით, არ არის სწორი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ "ფორმულას“ ეთერში.

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.