"ნებისმიერ ადამიანთან ვითანამშრომლებ, რომელიც ივანიშვილის დამარცხებაში იქნება ჩართული"
"ნებისმიერ ადამიანთან ვითანამშრომლებ, რომელიც ივანიშვილის დამარცხებაში იქნება ჩართული"

A+ A-

15:29 22/09/2022

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი ბოტკოველი დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

"ამ ქვეყანაში ვიცი ერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც როგორც ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, ისე ამ ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ.

კეზერაშვილზე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, თქვენ და თქვენი ტელევიზია, და ის მაგარი გუნდი, რომელიც მართლა რეალურად იბრძვის ამ ქვეყანაში, სწორედ იმ ოლიგარქიის წინააღმდეგ, რომელიც დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა, ეს ადამიანი არის ამ ტელევიზიის დამფუძნებელი.

სწორედ ამიტომ მე ნებისმიერ ადამიანთან ვითანამშრომლებ, ნებისმიერ ადამიანთან ვიმეგობრებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში იქნება ჩართული", - განაცხადა ბოტკოველმა "ფორმულასთან".