"თავდაცვის სამინისტროში ქალი რომ სექსუალურ შევიწროებას ედავებოდა უფროსს, სამსახურიდან გაათავისუფლა სამინისტრომ"
"თავდაცვის სამინისტროში ქალი რომ სექსუალურ შევიწროებას ედავებოდა უფროსს, სამსახურიდან გაათავისუფლა სამინისტრომ"

A+ A-

17:54 22/09/2022

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდაცვის სამინისტრომ სამსახურიდან გაათავისუფლა კაცი, რომელსაც თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროებას ედავებოდა.

"ერთი კარგი ამბავი:

თავდაცვის სამინისტროში ქალი რომ სექსუალურ შევიწროებას ედავებოდა უფროსს, სამსახურიდან გაათავისუფლა სამინისტრომ ის კაცი სწორედ სექსუალური შევიწროების გამო!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ნუ მოითმენთ, ქალებო იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის და ჩვენც თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ საფარი/Sapari Tamuna Lukava", - წერს ბაია პატარაია.