თბილისში ირანელი ქალების სოლიდარობის აქცია იმართება
თბილისში ირანელი ქალების სოლიდარობის აქცია იმართება

A+ A-

19:16 22/09/2022

თბილისში პარლამენტის წინ ირანის მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი ირანში 22 წლის ქალის დასჯას აპროტესტებენ, რასაც შემდეგ მისი გარდაცვალება მოყვა.

აქციაზე იმყოფებიან ასევე  საქართველოს მოქალაქები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თავისუფლებისათვის  მებრძოლ ქალებს.

ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო ირანში შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ირანული მედიისა და ოფიციალური უწყებების ცნობით, მოკლულია 6 მომიტინგე და 2 პოლიციელი, თუმცა აქტივისტთა ჯგუფები საუბრობენ 20-მდე გარდაცვლილზე.

მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.