ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

A+ A-

21:01 22/09/2022

"თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.

შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძღოლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში.

აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.