"ერთ-ერთი მატ­ჩის დროს გა­მო­ვი­ა­რე, ავ­წიე თავი და ვხე­დავ, ბაბუაჩემის საფ­ლავ­თან ვარ"
"ერთ-ერთი მატ­ჩის დროს გა­მო­ვი­ა­რე, ავ­წიე თავი და ვხე­დავ, ბაბუაჩემის საფ­ლავ­თან ვარ"

A+ A-

22:39 22/09/2022

გახარია ოპო­ზი­ცი­ას­თან უფრო ახ­ლო­საა, ვიდ­რე ჩემ­თან და მას ჰკითხეთ, რა­ტომ აა­შე­ნა სა­საფ­ლა­ო­ში ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლე, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეკითხვას, რომ "არ იცის, ვინ არის ის უგუნური, ვინც ახალი სპორტის სასახლე სასაფლაოსთან დაგეგმა".

"ბატო­ნო ალე­კო, არ ვიცი კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რი და სა­ხე­ლი, ვინ გადაწყვიტა, რომ ის იქ აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. შე­მიძ­ლია გა­ვი­გო, მაგ­რამ არ მგო­ნია, დიდად სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. ეს იყო გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რო­ბის დროს. მგონი, დღეს ის ოპო­ზი­ცი­ას­თან უფრო ახ­ლო­საა, ვიდ­რე ჩემთან და ჰკი­თხეთ, რა­ტომ აა­შე­ნა სა­საფ­ლა­ო­ში ახა­ლი სპორ­ტის სასახლე. გე­თან­ხმე­ბით, რომ ეს, რბი­ლად რომ ვთქვათ, უხერ­ხუ­ლია.

რო­დე­საც ერთ-ერთი მატ­ჩის დროს წა­მო­ვე­დი, გა­მო­ვი­ა­რე სა­საფ­ლაო. რო­გორც წესი ტე­ლე­ფონ­ში მაქვს ხოლ­მე თავი ჩარ­გუ­ლი, ვმუშაობ, ავ­წიე თავი და ვხე­დავ, რომ ბა­ბუ­ა­ჩე­მის საფ­ლავ­თან ვარ. გად­მო­ვე­დი შუ­ა­ღა­მი­სას, გა­ვა­ო­ცე დაც­ვაც, მძღო­ლიც. ტრა­გი­კო­მე­დი­აა. ეს ასეა, მო­ცე­მუ­ლო­ბაა.

რა­ცაა იმას უნდა გა­ვუ­ღი­მოთ, რადგან ეს მარ­თლა არის სა­ა­მა­ყო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. უხერ­ხუ­ლო­ბა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ დი­დიც არაფერი შავდება. შავ­დე­ბა მხო­ლოდ ის, რომ პარ­კინ­გი გვაქვს მოსაწყობი. ამა­ზე თა­ვი­დან არა­ვინ იფიქ­რა, მაგ­რამ მიცვალებულები და ცო­ცხლე­ბი რომ ერ­თად ვართ, უხერ­ხუ­ლო­ბას ამა­ში ვხე­დავ, მაგრამ აქედან შევ­ქმნა სა­დე­პუ­ტა­ტო კი­თხვა, ამას ვერ ვი­ზი­ა­რებ. მითუმეტეს იმ საფ­ლავ­ზე მის­ვლა შუ­ა­ღა­მეს ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და“, – განაცხა თეა წულუკიანმა.