კულება - რუსი დიპლომატებიც ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები
კულება - რუსი დიპლომატებიც ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები

A+ A-

23:50 22/09/2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ გამონათქვამების გამო "თავისი ადგილი მიუჩინა", - წერს უკრაინული მედია.

ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას დაიწყო რუსული ნარატივების გამეორება ე.წ.  "კიევის რეჟიმის" "უკანონობისა“ და „დანაშაულების“ შესახებ, რაც, მისი თქმით, აშშ-სა და მოკავშირეებისგან "მფარველობის“ გამო რჩება შესაძლებელი. “ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან.

"აშშ და მისი მოკავშირეები, საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით, სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებებს რვა წელი, ზელენსკის მიმართ თავიანთ პოლიტიკას აყალიბებდნენ ცნობილ ამერიკულ პრინციპზე დაყრდნობით: ის, რა თქმა უნდა, ძაღლისშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი გამოსვის შემდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კულება გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ "სხდომათა დარბაზში არსებობის მანძილზე ბევრი მწვავე დისკუსია და კრიზისი იყო, მაგრამ "რუსი დიპლომატების დღევანდელი სიცრუის მოცულობა უპრეცედენტოა“.

"ფაქტობრივად, ერთადერთი, რაც იმსახურებს რეაქციას დღევანდელ რუსულ გამოსვლაში, ამ სიცრუის მთელი ნაკადიდან, არის მიუღებელი ჟარგონი, რომელსაც იყენებს რუსეთის წარმომადგენელი უცხო ქვეყნის პრეზიდენტთან, უკრაინის პრეზიდენტთან მიმართებაში", - განაცხადა კულებამ.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასცინა ლავროვს იმის გამო, რომ ის გამოსვლის შემდეგ დარბაზიდან გაიქცა.

"შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატებიც ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები", - აღნიშნა კულებამ.