ფილარმონიის წინ თემურ ყვითელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა
ფილარმონიის წინ თემურ ყვითელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

A+ A-

14:35 23/10/2022

თბილისში, ფილარმონიის წინ, ვირტუოზი გიტარისტის თემურ ყვითელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნამდე, ყვითელაშვილმა სოლოკონცერტიო გამართა. კონცერტზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები თემურ ყვითალაშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრთან ერთად შეასრულა.

"ისეთი დიდი სიყვარული და პატივისცემა, როგორიც მე მაყურებლისგან ვიგრძენი, უდიდესი ბედნიერება, უდიდესი სიმდიდრეა არტისტისთვის. ეს ძალიან ბევრს მავალებს“, - განაცხადა ყვითელაშვილმა ვარსკვლავის გახსნის შემდეგ.