"ქუჩა-ქუჩა დაძუნძულებდი, ხალხს აბოლებდი და ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი?"
"ქუჩა-ქუჩა დაძუნძულებდი, ხალხს აბოლებდი და ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი?"

A+ A-

13:54 28/10/2022

"შენ, “Криса” კაცო, რუსეთში Lufthansa-ს “სტუარდესა” იყავი, გუნდში მიგიღეთ, ვეცადეთ კაცად გვექციე, პრემიერი გაგხადეთ, ბევრს ეშმაკობდი გუნდში, მუდამ აზარალებდი შენი გადაწყვეტილებებით პარტიას და სამწუხაროდ, მაინც გიცავდით!, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “საქართველოს” ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას.

"მერე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაცებს გაუწექი, მიეყიდე, გვიღალატე და არჩევნებში დაგვიპირისპირდი. ქუჩა-ქუჩა დაძუნძულებდი, ხალხს აბოლებდი, ბიძინა ივანიშვილი მიჭერს მხარსო და ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? შენ ქალებს რა უნდა მოკითხო, როდესაც თავად ხარ აფერისტი ქალოია. (წერტილი)“, – აცხადებს სამხარაძე.

 გიორგი გახარიამ “ტვიტერზე” დაწერა, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქიაა დასამარცხებელი