"პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში"
"პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში"

A+ A-

19:22 31/10/2022

თბილისის მერმა კახა კალაძემ მებაღეს, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანიდან მოზარდები ამოიყვანა, ბინა აჩუქა. ამის შესახებ დევი მეზურნიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება.
 
წლებია, მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე  საუბარი და  წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას.

მართალი გითხრათ, არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.

ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებია ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ. სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც", - წერს დევი მეზურნიშვილი.

ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა 13 ოქტომბერს დაარტყა. მერვეკლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ, 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად წყალში შევიდა. მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხეხრდა.     

დევი მეზურნიშვილმა იმის მიუხედავად, რომ წყალში დენი ურტყამდა და შეიძლებოდა შადრევნიდან ცოცხალი ვერ გამოსულიყო, იქიდან მოზარდები მაინც ამოიყვანა.