"მთავარი კითხვა სულ სხვაა - ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ - შუა თითი"
"მთავარი კითხვა სულ სხვაა - ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ - შუა თითი"

A+ A-

15:23 13/11/2022

ომი დასასრულისკენ მიდის და 6 თვეში ან ისე დასრულდება ან ასე. "ასე" დასრულების პირობები უკვე დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე და რუსები დიდი ალბათობით დათანხმდებიან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი წერს.

"პირობები ასეთია:

1. რუსები სრულად გადიან უკრაინის ტერიტორიიდან (მათ შორის დონეცკიდან და ლუგანსკიდან);

2. ყირიმი ხდება დემილიტარიზებული ზონა 7 წლის განმავლობაში, სადაც დაშვებული იქნება მხოლოდ წვრილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი;

3. რუსეთს ყირიმიდან გაყავს შავი ზღვის ფლოტი;

4. რუსეთის სამხედრო ბაზა გადის დნესტრისპირეთიდან და ეს ტერიტორია გადადის მოლდოვის კონტროლქვეშ;

5. უკრაინა ვალდებულებას იღებს 7 წლის განმავლობაში არ გახდეს ნატოს წევრი;

6. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მიმართ არ დაიწყება საერთაშორისო სამართლებრივი დევნა,

ეს ყველაფერი ნიშნავს რუსეთის სრულ კაპიტულაციას და პუტინის რეჟიმის დადასრულს, მაგრამ მთავარი კითხვა სულ სხვაა - ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ - შუა თითი", - წერს ოქრუაშვილი.