საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი დაამარცხა

A+ A-

19:14 19/11/2022

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 13:12 მოიგო.

თედო აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული ჯარიმით ქართველებმა შეხვედრის ანგარიში დასაწყისშივე გახსნეს, თუმცა მოვლენები უელსელთა სასიკეთოდ წარიმართა და ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 12:3 დათმეს.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და მატჩის 59-ე წუთზე ალექსანდრე თოდუას ლელოს თედო აბჟანდაძემ ზუსტი გარდასახვა დაუმატა და სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა.

მატჩის მიწურულს თედო აბჟანდაძემ ზუსტი ჯარიმით გუნდი წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 13:12 დააფიქსირა.