"რამე თუ შემემთხვა, პოლიციის ხელის დაფარებით სტიმულირებული დანაშაული იქნება"
"რამე თუ შემემთხვა, პოლიციის ხელის დაფარებით სტიმულირებული დანაშაული იქნება"

A+ A-

13:18 21/11/2022

სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის ინფორმაციით, შსს-ს იდენტიფიცირებული ჰყავს პირები, რომლებმაც მის ავტომანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს, თუმცა იმის გამო, რომ ფულის სანაცვლოდ გაჩუმებას არ დათანხმდა, უწყებას საქმის გახსნა არ სურს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს დამნაშავეები, ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაც შემთავაზეს.

რაც უარი განვაცხადე ფულის აღებით გაჩუმებაზე (ზარალის ანაზღაურებას ვითხოვ, ცხადია) და მოვითხოვე, მცნონ დაზარალებულად, (რაც საქმის მასალაზე წვდომას მაძლევს) რომ დამნაშავის ვინაობა და მოტივი შევიტყო, პოლიცია გამებუტა და აღარ მელაპარაკება. არ სურთ საქმის გახსნა და გასაჯაროება.

ამას ვწერ პრევენციულად, თითქმის ყოველ ღამე ორკები მხვდებიან  სახლთან და რამე თუ შემემთხვა, პოლიციის ხელის დაფარებით სტიმულირებული დანაშაული იქნება", - წერს ნატა ფერაძე.