8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების გამო სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი დააკავეს
8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების გამო სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი დააკავეს

A+ A-

12:05 23/11/2022

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანის ბიძაა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ბავშვის დედამ მიმართა და დახმარება ითხოვა. დაკავებულის ოჯახის წევრები კი ფაქტს გამორიცხავენ.

სასამართლომ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გამოძიება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.