სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით ხაშურში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით  ხაშურში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

A+ A-

12:12 23/11/2022

სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და იძულების ბრალდებით ხაშურში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

ბრალდების მიხედვით, 60 წლამდე მამაკაცი, ბიზნესმენი მეგობარ ახალგაზრდა ქალზე სისტემატურად ძალადობდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი უკრაინის მოქალაქეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, ერთი სექსუალური ხასიათის დანაშაულს, მეორე კი ძალადობას გულისხმობს.