"კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება"
"კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება"

A+ A-

14:19 24/11/2022

კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ტინი კოქსი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს მიმდინარე სარაკეტო თავდასხმებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე (მათ შორის სამშობიარო განყოფილება ვილნიანსკში და პოლიკლინიკა კუპიანსკში) რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება“, – წერს ტინი კოქსი "ტვიტერზე“.