"სხვას აფასებს და სხვას უკითხავს მხოლოდ რჩევებს თუ თვითონ გარკვეულ ნაბიჯებს დგამს"
"სხვას აფასებს და სხვას უკითხავს მხოლოდ რჩევებს თუ თვითონ გარკვეულ  ნაბიჯებს დგამს"

A+ A-

15:59 24/11/2022

ჩამოყალიბდეს ზურაბიშვილი, ექსპერტია თუ პრეზიდენტია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ხელში შეწყალების მექანიზმი იმისთვის არსებობს, რომ საჭიროების შესაბამისად, გამოიყენოს.

"შეწყალების მექანიზმი არსებობს იმიტომ, როცა უსამართლობას ახორციელებს მართლმსაჯულების ორგანო, შეწყალების მექანიზმით ეს უსამართლობა აღკვეთო.  ჩამოყალიბდეს ზურაბიშვილი - ექსპერტია თუ პრეზიდენტია, სხვას აფასებს და სხვას უკითხავს მხოლოდ რჩევებს თუ თვითონ გარკვეულ  ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა,  რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი ქვეყნის ღირსების საკითხია და აღნიშნა, რომ შექმნილი   სიტუაციიდან გამოსავალი სასამართლოს გზაზე გადის.